Accentnews.ge
ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

25/03/2021 07:14:06 მსოფლიო

ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვის კოლონიაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ განაცხადეს.

როგორც ნავალნის დაცვა იუწყება, გასული კვირის ბოლოდან ოპოზიციონერს ზურგის არეში ძლიერი ტკივილი აქვს და ფეხი ერთმევა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ორი ტაბლეტი "იბუპროფენი" მისცეს.

ოთხშაბათს ადვოკატი ნავალნისთან არ შეუშვეს. მიზეზად "სარეჟიმო ღონისძიებები" დასახელდა. ადვოკატები შიშობენ, რომ ოპოზიციონერი ჰოსპიტალიზებულია, ციხის ადმინისტრაცია კი ამას არ ამხელს.

გასული წლის ზაფხულში, ციმბირში ვიზიტის დროს ნავალნი მოწამლეს. ამ დანაშაულში რუსეთის ხელისუფლებაა მხილებული, თუმცა კრემლი ამას ამ დრომდე უარყოფს.

გერმანიაში მკურნალობისა და სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებული ნავალნი მალევე დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ზამთარში მის მხარდასაჭერად რუსეთის ათობით ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დაკავებულები არიან ნავალნის თანამებრძოლები და ძმაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S