Accentnews.ge
ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ზაზა გახელაძის დაკავებაზეც იმსჯელებენ

ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ზაზა გახელაძის დაკავებაზეც იმსჯელებენ

25/03/2021 06:22:48 კონფლიქტები, პოლიტიკა

საქაღთველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხზეც იმსჯელებენ.

„ჟენევის მოლაპარაკებები ტრადიციულად, საკმაოდ მძიმე ფონზე გაიმართება. რომ გითხრათ დიდი მოლოდინი გვაქვს, ალბათ არ იქნება სწორი. თავად საკითხებს შორის პირველ რიგში შვიდპუნქტიანი შეთანხმებაა, რის გარშემოც საერთოდ შექმნილია ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესი, თუმცა ჯგუფში მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, იქნება ეს დაკავებები, ბატონი ზაზა გახელაძის საკითხი, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია ადგილზე თუ სხვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დღეს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიის 52-ე რაუნდი.

52-ე რაუნდის წინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ კონსულტაცია გამართა აფხაზური და ოსური დელეგაციების წარმომადგენლებთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "მხარეებმა საერთო პოზიცია დაადასტურეს და პრიორიტეტებად ისევ განსაზღვრეს საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმებების ხელმოწერა და საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის უსწრაფესად დაწყება და შემდგომი დემარკაცია“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთო–ს და გაერო–ს სპეციალური წარმომადგენლები.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, ასევე რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

წინა 51-ე რაუნდი 2020 წლის დეკემბერში გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S