რუსუდან კერვალიშვილი 31 მარტს პატიმრობიდან გათავისუფლდება
25/03/2021 08:44:01 სამართალი
რუსუდან კერვალიშვილი 31 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, სწორედ ამ დღეს ეწურება მას 4-წლიანი სასჯელის ვადა სრულად.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.


