„შესაძლოა, კომაში ჩავარდეს“ – ადვოკატი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს
26/03/2021 06:06:05 სამართალი
ადვოკატი ვალერი გელბახიანი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის – პატიმრობაში მყოფ გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიშობს. კერძოდ, როგორც ადვოკატი აცხადებს, წულაია მე-7 დღეა, შიმშილობს, არ იღებს მედიკამენტებს და არის საშიშროება, კომაში ჩავარდეს.
„მას ქრონიკული დიაბეტი აქვს, გულზე შუნტირების ოპერაციის ჯერ კიდევ შეუხორცებელი პროცესი. ძალიან სარისკო მდგომარეობაა, რამაც შესაძლოა, ყოველ წუთს წარმოშვას გაუთვალისწინებელი შედეგები. შესაძლოა, კომაში ჩავარდეს“,– ამბობს ადვოკატი.
ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ წულაია სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს.
ცნობისთვის: წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


