Accentnews.ge
მკვლელობასა და სამი პირის დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს

მკვლელობასა და სამი პირის დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს

26/03/2021 07:21:02 სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან 60 წლამდე ასაკის და 41 წლის მამაკაცები, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღით, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები პირის კუთვნილი ავტომანქანის მიმართულებით , 25 მარტს გამთენიისას გასროლა განახორციელეს.

გასროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი, რომლებსაც სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ. ერთი დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

სამართალდამცავებმა დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის დროს, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 16- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S