
პომპეომ ლავროვი გააფრთხილა
14/05/2019 18:26:22 სხვა, მსოფლიო
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით გააფრთხილა,- იუწყება „ასოშიეთიდ პრესი“.
სოჭში, სერგეი ლავროვთან გამართული სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე პომპეომ განაცხადა, რომ „ამერიკის არჩევნებში ჩარევა მიუღებელია და თუკი რუსები 2020 წელს ამით დაკავდებიან, ეს ჩვენ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს, ვიდრე დღემდე იყო. შეერთებული შტატები თავის საქმეებში არც ერთი ქვეყნის ჩარევას არ დაუშვებს, რადგან არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ამერიკისთვის".
ამასთან, პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021