Accentnews.ge
ექთნის ადვოკატები: "ასტრაზენეკამ" ჩვენგან საგამოძიებო მასალების გადაცემასა და იმ ამპულის ნომერს ითხოვს, რომლითაც აცრა გაკეთდა"

ექთნის ადვოკატები: "ასტრაზენეკამ" ჩვენგან საგამოძიებო მასალების გადაცემასა და იმ ამპულის ნომერს ითხოვს, რომლითაც აცრა გაკეთდა"

26/03/2021 11:05:29 სამართალი

"ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებით, "ასტრაზენეკამ" საგამოძიებო მასალების გადაცემასა და იმ ამპულის ნომერს ითხოვს, რომლითაც აცრა გაკეთდა".

"ჩვენ გვაქვს სიახლე, დღეს დილით მივიღეთ პასუხი, წინა დღეებში მიწერილი გვქონდა "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალისთვის და დღეს მოგვწერა "ასტრაზენეკამ" და მოითხოვა ჩვენგან მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა ვაქცინაციამდე და სხვა საგამოძიებო მასალების გადაცემა. ისინი ამ ეტაპზე ითხოვენ სისხლის სამართლის მასალებს", - განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო უწყება მათ არ შეაყოვნებს და შეძლებენ "ასტრაზენეკას" მოთხოვნილი დოკუმენტები გაუგზავნონ.

კიდევ ერთმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა განაცხადა, რომ "ასტრაზენეკა" გამოძიებაში ჩართვის მზაობას გამოხატავს, თუმცა მათ ამ დრომდე უწყება ამოღებულ დოკუმენტებს სრულად არ აძლევთ.

"დილით მივიღე წერილი ასტრაზენეკადან, რომელიც გამოხატავს მზაობას ჩაერთოს გამოძიებაში. ითხოვს დოკუმენტაციას, პირველ რიგში სამხარაულის ბიუროს დასკვნას, ასევე იმ ლოტის ნომერს ამპულის, რომლითაც განხორციელდა ვაქცინაცია", - აცხადებს ადვოკატი ვახო ბარამაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარს, მანუჩარ კობახიძეს კითხავენ. ​

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და რეგულირების სააგენტო ექთნის გარდაცვალებაზე დასკვნას 29 მარტს წარადგენენ. მისივე თქმით, „არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია, ვაქცინა არ დასახელდეს".

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S