Accentnews.ge
მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა

მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა

26/03/2021 11:42:35 სამართალი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა: მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S