
ხუხაშვილი – გახარიაზე: „სისტემაში „სტარტი“ მე მივეცი“
26/03/2021 15:40:04 ციტატა
„ჩემი მეზობელია და ჩემი რეკომენდაციით აღმოჩნდა ხელისუფლებაში...მაშინ [2013 წელს – რედ.] ბიზნესს უნდა შევხვედროდით. ბიძინამ მთხოვა, იქნებ ვიღაცა მოძებნო, ომბუდსმენი ხომ გვჭირდება ბიზნესთან შეხვედრაზე“ და ა.შ. ისე მოხდა, რომ ჩემს მეუღლეს სთხვეს ჩემთან გაცნობა...მქონდა შეხვედრა და ავარჩიე ერთი მარტივი კრიტერიუმით: მან იცოდა ბიზნესი, არ იყო საქართველოში არც ერთ ბიზნესინტერესჯგუფში გათქვეფილი და რომელიმე დაჯგუფების წარმომადგენელი რომ დაგვენიშნა, ეს დისონანსს შეიტანდა და მიკერძოების ნიშნებს გაზრდიდა. ის არავის იცნობდა საქართველოში, ბიზნესი კარგად იცოდა, კარგი განათლება ჰქონდა და პრინციპში, ასე მოხდა მისი დანიშნვა. ვერ დავიბრალებ, რომ მისი შემდგომი კარიერა ჩემი დამსახურება იყო. ეს ასე ნამდვილად არაა. თუმცა სისტემაში „სტარტი“ მე მივეცი და სანამ ხელისუფლებაში ვიყავი, ვეხმარებოდი“.
განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვლის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.