
ოსურ "გენპროკურატურას" ხელმძღვანელად რუსული პროკურატურის თანამშრომელს უნიშნავენ
26/03/2021 17:25:24 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "პარლამენტს" "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის" თანამდებობაზე რუსეთის კრასნოდარის მხარის პროკურატურის თანამშრომლის - ვიტალი სავჩენკოს კანდიდატურა წარუდგინა, - იუწყება სააგენტო «Рес» ოსური @პარლამენტის" პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მოქმედ დე ფაქტო პროკურორს - ურუზმაგ ჯაგაევს ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა აპრილში ეწურება.
გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული - "სამართალდამცველების" მიერ 27 წლის ცხინვალელი ინალ ჯაბიევის წამებით მკვლელობის შემდეგ ოპოზიცია ჯაგაევის გადაყენებას უშედეგოდ მოითხოვს.