თბილისში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს
27/03/2021 13:21:09 სამართალი
თბილისში, 60 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


