
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფ. დიზთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა
27/03/2021 13:55:34 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე (სოფ. დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 26 მარტს, გამთენიას ჩამოვიდა მეწყერი, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შესაძლებელი გახდა საღამოს ცალმხრივ რეჟიმში მოძრაობის აღდგენა.