ფაშინიანი ამბობს, რომ თანამდებობიდან აპრილში გადადგება

28-03-2021 17:15:45 კავკასია

სომხეთის პრემიერ - მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან აპრილში გადადგება. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მან ამის შესახებ დღეს, არმავირის ოლქის მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის პოსტს ფორმალურად დატოვებს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.

„დიახ, უახლოეს პერიოდში, აპრილში გადავდგები თანამდებობიდან არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმიტომ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ პერიოდის განმავლობაში მე შევასრულებ პრემიერ - მინისტრის მოვალეობას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები