საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
29/03/2021 06:16:53 სამართალი
საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცს დაზიანებები ქვედა კიდურების არეში მიაყენა.
დაჭრილი თავდაპირველად, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.


