Accentnews.ge
„დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

29/03/2021 10:33:07 თავდაცვა

სსსტც „დელტას“ დღეიდან ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარუდგინა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებულ და დაწყებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მალე „დელტაში“ რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზურაბ ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია. „დელტას“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას შპს „კავკასენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სს „საქენერგორემონტსა“ და სს „ენერგომონტაჟრემონტში“ ხელმძღვანელ პოზიციებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S