ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით დასრულდა
29/03/2021 11:02:41 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორიგი პროცესი ერთ-ერთი ბრალდებულის ნატალია ილიჩოვას დაცვის მხარის შესავალი სიტყვის მოსმენით დასრულდა. პროცესზე ივერი მელაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არც ის და არც ნატალია ილიჩოვა დამნაშავეები არ არიან.
"ადამიანს ედავებიან ამ რუკის გამოუყენებლობას, ბრალდებულები ამბობენ დაკითხვებში, რომ ეს რუკა უვარგისია და ამას არ ამოწმებს პროკურატურა, ვარგისია, თუ უვარგისი. ეს რუკა უვარგისია გამოყენებისთვის, არ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ნებისმიერი რუკა. იგივე წარმატებით შეეძლო პროკურატურას მიდავებოდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე რუკის გამოუყენებლობაზე", - ამბობს ადვოკატი.
რუკის ვარგისიანობაზე ექსპერტიზის დასკვნები ჯერ–ჯერობით უცნობია. შემდეგი პროცესი 23 აპრილს ჩაინიშნა, რა დროსაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.


