Accentnews.ge
„ასტრაზენეკას“ ვაქცინას საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც გამოიყენებენ

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც გამოიყენებენ

29/03/2021 13:48:45 კავკასია

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას საქართველოს მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანიც გამოიყენებენ.

სომხეთში COVAX პლატფორმის მეშვეობით 28 მარტს უკვე ჩავიდა ვაქცინის 24 000 დოზა, რომელიც 65 წელზე მეტი ასაკის პირებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების ვაქცინაციას მოხმარდება.

აზერბაიჯანული გამოცემა apa.az-ის ცნობით, აზერბაიჯანი, რომელიც იყენებს ჩინეთის მიერ წარმოებულ ვაქცინას, COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ასტრაზენეკას 432 000 დოზას მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაიწყება ამ ვაქცინის გამოყენება.

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყო. თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები აიცრნენ. მოგვიანებით კი დაიწყო ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციაც. ამჟამად მიმდინარეობს 40 წელს ზემოთ მყოფი პირების ვაქცინაცია.

სომხეთში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან შედარებით, ვაქცინაცია ყველაზე გვიან დაიწყო. ამ დროისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთში კორონავირუსის მესამე ტალღაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S