ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდის მონაცემებით, დღის ყველაზე მოძებნად ფეხბურთელებს შორის ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზეა

29-03-2021 18:28:45 ეს საინტერესოა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდის – Transfermarkt.com-ის მონაცემებით, დღის ყველაზე მოძებნად ფეხბურთელებს შორის ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზეა:

  • 1. კვარაცხელია
  • 2. ჰოლანი
  • 3. რონალდუ
  • 4. კანტე
  • 5. მესი

აღნიშნული ვებ-გვერდი კვარაცხელიას €10 მილიონად აფასებს, თუმცა ფეხბურთელების ფასები ბოლოს გასული წლის დეკემბერში განახლდა.

სპორტული გამოცემები დიდი ხანია წერენ, რომ ხვიჩას შეძენა, რომელიც ამჟამად ყაზანის „რუბინში“ თამაშობს, ტოპ კლასის ევროპული ლიგების კლუბებს სურთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები