ადვოკატის თქმით, გოგი წულაია ჰოსპიტალიზებულია
29/03/2021 14:45:10 სამართალი
პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა "მთავარს" განუცხადა, წულაიას მდგომარეობა დამძიმდა, ის მოძრაობისას წაიქცა, რის გამოც საჭირო გახდა ექიმების ჩარევა.
მისივე თქმით, წულაიას უკვე 15 კგ აქვს დაკლებული.
გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. იგი პირველივე დღიდან შიმშილობს.
ცნობისთვის: წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


