ადვოკატის თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის მსურველი გამოჩნდა
29/03/2021 16:25:55 სამართალი
"ერთიან ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრი" და მისმა თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა პოლიტიკოსისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა.
"დღეს პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებულ იქნა წერილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბესიკ ბოგველმა გამოთქვეს მზადყოფნა გადაეხადათ გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით. მინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის მიუღებელი და მეტიც - საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან", – აცხადებს ადვოკატი.


