Accentnews.ge
ჯაფარიძე – მედიატორებზე: "აპირებენ, დადონ ტექსტი, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება"

ჯაფარიძე – მედიატორებზე: "აპირებენ, დადონ ტექსტი, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება"

29/03/2021 18:36:28 პოლიტიკა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე ხვალ კონკრეტულ ტექსტს დადებს, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება.

"ისინი აპირებენ, რომ დადონ კონკრეტული ტექსტი, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება დისკუსიას. შესაბამისად, ვინც დათანხმდება დათანხმდება, ვინც არა - არა. მე მგონია, რომ ჩვენი მეგობრების პოზიცია პრინციპულად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სადაც ისინი ორივე მხარეს მოუწოდებდნენ კომპრომისისკენ და ეუბნებოდნენ, რომ "თქვენზეა ახლა პასუხისმგებლობა". კი, ცხადია, პასუხისმგებლობა არის, თუმცა პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში დადის რაღაც კონკრეტულ თემებზე. ეს თემები გაწერილია შარლ მიშელის 5 პუნქტში და იმ ხუთივე პუნქტში ამ წუთში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. შესაბამისად, თუ რაიმე კომპრომისზეა საუბარი, დათმობა უნდა იყოს იქეთა მხრიდან", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ "ფორმულას" ეთერში.

იხილეთ ასევე: დანიელსონი: "მოლაპარაკებების მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ. თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S