რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს
30/03/2021 05:58:05 სამართალი
"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვებს.
რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" ეპიზოდზე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.
მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს უმთავრდება და პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, საპყრობილეს წინა დღეს, ანუ 30 მარტს ტოვებს.
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, დაზარალებულები საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან. საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები ამბობენ, რომ სასჯელი კერვალიშვილის მსგავსად მანაც სრულად უნდა მოიხადოს.
შეგახსენებთ მათ ბრალად მენაშენეთა კუთვნილი თანხების, 11 მილიონი ლარის მითვისება ედებათ. ამ დროისთვის კი "ცენტრპოინტის" დაუსრულებელი შენობების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა განახლდა.


