Accentnews.ge
რუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა

რუსუდან კერვალიშვილმა ციხე დატოვა

30/03/2021 06:38:54 სამართალი

"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელმა, პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მან ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" ეპიზოდზე 4–წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და თავისუფლების აღკვეთის ვადა 31 მარტს ეწურება. თუმცა პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ერთი დღით ადრე გათავისუფლდება.

ჯერ–ჯერობით პატიმრობაში რჩება რუსუდან კერვალიშვილის და - მაია რჩეულიშვილი, რომელსაც სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.

რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S