ბურჯანაძე: „დურაკასაც კი წავაგებთ მათთან თამაშის დროს როცა წესებს ისინი ადგენენ“

30-03-2021 19:11:56 ციტატა

„ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც იქაა[მოლაპარაკების მაგიდასთან] წარმოდგენილი, ხელი მოწეროს დოკუმენტს რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გარეშე... ხედავდით ხო, კობახიძე გუშინ როგორ ლაპარაკობდა, „ამასაც წააგებენ, იმასაც“...დურაკასაც კი წავაგებთ მათთან თამაშის დროს – როცა თამაშის წესებს ისინი ადგენენ, როგორც უნდათ, ისე წერენ არჩევნების შედეგებს, ეს შეეხება როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებს. ფრთები ამოუვათ შემოდგომამდე თუ რა იქნება? ვადამდელი არჩევნები სრულიად სხვა რეალობაა. ასეთ შემთხვევაში გვაქვს იმედი, რომ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოპოზიციას და სხვებიც, უფრო აქტიურად იმოქმედებენ. თვითმმართველობის არჩევნებში კი ხალხი შესაძლოა, საერთოდ არ გამოვიდეს“

განაცხადა ოპოზიციის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები