ჩდილოეთ ოსეთში გადაწვეს კავშირგაბმულობის ობიექტი, რომელიც 5G ანძად მიიჩნიეს

30-03-2021 20:02:41 კავკასია

ჩრდილოეთ ოსეთის დაბა მიზურში უცნობმა პირებმა გადაწვეს კავშირგაბმულობის მობილური ობიექტი, რომელიც 5G ანძა ეგონათ.

«ადრე ოსეთში სათვალთვალო ანძებზე კოცონს ანთებდნენ, ახლა კი უვიცი ბარბაროსები მობილური კავშირის ანძებს წვავენ. ეს ვანდალიზმის მორიგი აქტია, შეტევა საღ აზრსა და რესპუბლიკის ტექნოლოგიურ განვითარებაზე. ემოციები ამომეწურა, ნერვები აღარ შემრჩა! რაღა თქმა უნდა, არავითარ 5G-ზე საუბარი არ იყო – ეს იყო კავშირგაბმულობის ერთ-ერთი ოპერატორის ჩვეულებრივი დანადგარი. ასე თუ გაგრძელდა, სიტუაცია შესაძლოა, კონტროლიდან გავიდეს», – წერს Facebook-ში რესპუბლიკის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სამმართველოს ხელმძღვანელი ალან სალბიევი.

მსგავსი ფაქტები ბოლო დროს ჩრდილოეთ ოსეთში საკმაოდ გახშირდა. ამ ფონზე ცოტა ხნის წინ სალბიევმა "მობილურ კავშირთან ბრძოლის 5G ორდენის კავალერები" დაასახელა. მის სიაში აღმოჩნდნენ დიგორის, ალაგირის, ბესლანის, მოზდოკის, არდონის, ოქტომბრის რაიონული ცენტრები და რამდენიმე მსხვილი სოფელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები