
ხუხაშვილი – გახარიას გადადგომაზე: "ახლა გადავიფიქრე"
11/07/2019 20:09:08 ციტატა
"დღეს ვიფიქრე, რომ გარე საფრთხეების გათვალისწინებით, წინასაარჩევნო სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი. გრძელი განცხადება გამოვაცხვე, რომელშიც გახარიას გადადგომა დღის წესრიგიდან მოვხსენი. ახლა გადავიფიქრე - ის უნდა გადადგეს..."
ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დღეს "პირველისთვის" მიცემული ინტერვიუს საპასუხოდ წერს.