რუსთავში კაცი მაღაზიაში შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილზე ფიზიკური ძალადობა სცადა
31/03/2021 07:40:55 სამართალი
რუსთავში მდებარე ერთერთ მაღაზიაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილზე ფიზიკური ძალადობა სცადა, – იუწყება "ინფო რუსთავი".
დაშავებული გოგოს დედა "ინფო რუსთავთან" ყვება, რომ კაცს, ძალადობის გამო, შვილთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა, შემაკავებელ ორდერს ვადა კი 2 დღის წინ გაუვიდა.
ინცინდენტის შემდეგ გოგონა ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი უკვე დაკავებულია.


