Accentnews.ge
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

30/03/2021 10:04:46 თავდაცვა

დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები ბაღდათისა და ვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

თავდაცვის სამინიტროს ცნობით, ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა მაია გაბუნიამ და კადეტებმა: ნიკოლოზ ჯიჯიხიამ და ქრისტინე მშვილდაძემ მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროგრამების, ლიცეუმში არსებულ გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესებს შეეხო. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S