Accentnews.ge
ზუგდიდში მატარებელი ქალს დაეჯახა

ზუგდიდში მატარებელი ქალს დაეჯახა

31/03/2021 10:18:23 სამართალი

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურზე მატარებელი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

„112-ის მიერ სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკი. გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”- აცხადებენ კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S