გიორგი გახარია სამეგრელოში შეხვედრებს მართავს

31-03-2021 15:47:04 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში შეხვედრებს მართავს. ჟურნალისტებმა ექს–პრემიერი მუხურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააფიქსირეს, სადაც მან დაახლოებით, ერთი საათი დაყო, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით კი ტერიტორია დაცვის თანხლებით დატოვა. ჟურნალისტებთან არ ისაუბრეს არც თანმხლებმა პირებმა. მედიამ გადაიღო სახლის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გახარიამ წალენჯიხიდან ზუგდიდში გადაინაცვლა, სადაც შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ განაცხადს გახარია სწორედ სამეგრელოდან გააკეთებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები