გორში მანქანა ველოსიპედით მოძრავ ბავშვს შეეჯახა
31/03/2021 14:23:23 სამართალი
გორში, კომბინატის დასახლებაში ველოსიპედით მოძრავ 9 წლის ბავშვს ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"კლინიკაში შეიყვანეს პოლიტრავმით, აღენიშნება მენჯის და ორივე ბარძაყის მოტეხილობა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" -აცხადებენ "გორმედში".
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


