შსს-ს პოზნერის და მისი სტუმრების დაჯარიმების საკითხს განმარტავს
01/04/2021 05:50:36 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. რაც შეეხება დანარჩენებს, შსს–ს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9-ს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.
ამასთან, „კომენდანტის საათის“ დროს მასპინძლობისთვის შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" 10 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც შსს–ში აცხადებენ, პოზნერს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
რაც შეეხება კოვიდპანდემიის დროს მათ ქვეყანაში შემოსვლას, ოფიციალური პირების მტკიცებით, "მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს კოვიდპასპორტი ჰქონდა, ხოლო ნაწილმა PCR ტესტის ცნობა წარმოადგინა".
შეგახსეებთ, რომ კრემლის პროპაგანდსტის საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად სტუმრობას პროტესტი მოჰყვა. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ვიზიტი დაგეგმილზე ადრე შეწყვიტეს.


