Accentnews.ge
სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

01/04/2021 08:30:21 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

მამაკაცმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში თანასოფლელს გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S