მედია: თურქეთში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა
01/04/2021 08:50:23 სამართალი
თურქეთში, სტამბოლში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეც იყოს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაპირისპირება ქართველებსა და ჩენებს შორის ქალაქის ერთ–ერთ უბრანში, რესტორანთან მოხდა. საფუძველი კი ვალი იყო.
ინციდენტის ამსახველი კადრები თვითმხილველებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


