
ბეღელური ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
01/04/2021 09:23:39 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური გაათავისუფლა, რომელიც დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.
ოსურმა მხარემ რამაზ ბეღელური ქართველ პოლიციელებს სოფელ ერგნეთში გადასცა.
რამაზ ბეღელური თებერვლის დასაწყისში გაიტაცეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
36 წლის რამაზ ბეღელური გუგუტიაანთკარში სოფლის მეურნეობას ეწევა და მისი მიწის ერთი ნაკვეთი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარეობს.