Accentnews.ge
პოზნერი: "არც ერთი ჩვენგანი თბილისში არ დაუჯარიმებიათ"

პოზნერი: "არც ერთი ჩვენგანი თბილისში არ დაუჯარიმებიათ"

01/04/2021 09:54:16 საზოგადოება

რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თქმით, იგი და მისი სტუმრები საქართველოში საკარანტინო ზომების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ, – იუწყება "РИА Новости".

"არც ერთი ჩვენგანი არ დაუჯარიმებიათ" ,-აცხადებს პოზნერრი.

გამოცემის ცნობით, პოზნერი უკვე მოსკოვში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს.

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S