Accentnews.ge
ხოშტარია განმარტავს, საიდან ჰქონდა პოზნერის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია

ხოშტარია განმარტავს, საიდან ჰქონდა პოზნერის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია

01/04/2021 11:46:05 პოლიტიკა

მოძრაობის "დროა" ლიდერი ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ინფორმაცია რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ მასპინძელთა წრიდან ჰქონდა.

ხოშტარიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე.

„კობახიძეზე დროის დახარჯვას არ ვაპირებ, მთავარია, სახელმწიფო როგორ იქცევა. ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა მას. ჩემი მიზანი არ ყოფილა იმ ადამიანების გაშავება და დამუნათება, ვინც მასპინძლობდა. ეს არაა ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს. პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მივმართე არგუმენტებით, რომ პრობლემა იქნება ამ კაცის შემოშვება. კონტექსტი იყო ნათელი - დაბადების დღის გადასახდელად, მთელი თვითმფრინავით რომ ჩამოდიხარ, სასტუმროს ნომერში დაჯდომას არ აპირებ. მივმართეთ, არ შემოუშვათ, კანონიც მივუთითეთ, ჰქონდათ საშუალება, არ შემოეშვათ. როცა მთავრობა არ იცავს სახელმწიფო ინტერესებს, მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ", - აცხადებს ხოშტარია.

მანამდე, კობახიძემ განაცხადა, რომ მისთვის საინტერესოა, საიდან იგებს ელენე ხოშტარია ინფორმაციას რუსეთიდან ჩამოსული პირების შესახებ:

„მაქარაშვილი გულუას ყოფილი პრეს–სპიკერია; დიღმელაშვილი ბუშის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა. ესენი მარტო რუსეთის საქმეს კი არ აკეთებენ, არის ეჭვი, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. აბა, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს, როგორ იგებს ელენე ხოშტარია?! მესიჯების სქრინები რომ ჰქონდა, გამართული რუსულით დაწერილი".

ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S