Accentnews.ge
სომხეთში ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ მინისტრი გადადგა

სომხეთში ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ მინისტრი გადადგა

01/04/2021 17:01:37 კავკასია

სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი აკოფ არშაკიანი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კომპიუტერი დაუზიანა.

ინციდენტი, რომელიც 19 მარტს ერევნის ერთ-ერთ კაფეში მოხდა, ვიდეორგოლის სახით სოცქსელებში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი ჩართული კამერით უახლოვდება მინისტრის მაგიდას და ეკითხება, "რატომ სადილობს სამუშაო საათებში". არშაკიანი პასუხობს, რომ "ყოველთვის მუშაობს". ჟურნალისტი "ფიქსირებულ სამუშაო საათებს" შეახსენებს, რის შემდეგაც მინისტრი მის კვალდაკვალ კაფეს მეორე სართულზე ადის, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და კომპიუტერს მაგიდიდან უგდებს.

31 მარტს 35 წლის მინისტრმა საზოგადოებას გადადგომის შესახებ სოცქსელში გავრცელებული განცხადებით ამცნო, რომელშიც აღნიშნავს, რომ "თანამდებობის პირის მხრიდან სხვა მოქალაქის მიმართ ძალადობას მიუღებლად მიიჩნევს" და რომ "სომხეთმა უნდა აშენოს საზოგადოება ძალადობის გარეშე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S