გახარიამ გურიაში გადაინაცვლა
01/04/2021 17:11:26 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოს რეგიონიდან გურიაში გადაინაცვლა და შეხვედრებს მართავს.
როგორც სოციალურ ქსელში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, გიორგი გახარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ძმები არველაძეების მამულში იმყოფებოდა.
„სტუმარი ჩვენი მოცვის ბაღებში“, - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.
31 მარტს გიორგი გახარია სამეგრელოში დააფიქსირეს, სადაც, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. კულუარული ინფორმაციით, გახარია პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძების შესახებ განცხადებას სწორედ სამეგრელოდან გააკეთებს.


