01-04-2021 21:34:07 პოლიტიკა
ევროკავშირის დეპუტატები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებს ეხმაურებიან.
განცხადებაში, რომელის ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დანიელსონის წინადადებებს არ დაეთანხმნენ და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე იმოქმედოს.
”ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოში არსებული პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც გასულ სამშაბათს შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დახმარების მიზნით ევროკავშირის მხრიდან ყველა მცდელობისა მიუხედავად. ამაში დამნაშავეა როგორც მმართველი პარტია, ასევე დისკუსიებში მონაწილე ძირითადი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი სამუშაოს მიმართ და მივესალმებით წინადადებებს, რომლებიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა.
პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ნდობის აღდგენა მნიშვნელოვანია. ამ წინადადების შინაარსი ნამდვილად სწორი მიმართულებაა საქართველოსთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი დაყოფა საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გადაწყვეტილება მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ჟან-მონეს დიალოგის პროცესის იდეას, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტი, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა.
პოლიტიკური პარტიების მხირდან კომპრომისზე უარის შემდეგ საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან ჩვეულებრივ საქმიანობასთან დაბრუნებას. კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს შედეგებისკენ ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის, როგორც შემდგომი გადახდების შეჩერება, ასევე ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებული პირობების გაზრდა.
იმავდროულად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირი–ისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების აუცილებლობას. ეს რეფორმები ნდობის აღდგენის მთავარი გასაღებია. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნებისთვის, ასევე სასამართლო სისტემისთვის ძირის გამოთხრა, და არ მოხდეს მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს საფრთხე ემუქრება”, - აღნიშნულია განცხადებაში.