"პოლიტიკურ ელიტას არ აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, მალე იპოვონ გამოსავალი"
02/04/2021 05:39:31 პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტარების განცხადებას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა.
განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის ვიოლა ფონ კრამონიც არის.
"ეს არის მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ. უაღრესად დიდ იმედგაცრუებას იწვევს საქართველოს მეგობრებისთვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არ აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე",- წერს კრამონი.


