Accentnews.ge
კუჭავა –  ევროპარლამენტარების განცხადებაზე: "როგორც ჩანს, ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან"

კუჭავა –  ევროპარლამენტარების განცხადებაზე: "როგორც ჩანს, ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან"

02/04/2021 08:20:41 პოლიტიკა

"როგორც ჩანს, ან შეცდომა გაეპარათ ან მიკერძოებული არიან", - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ევროპარლამენატრების გუშინდელ განცხადებას.

"მანდ არის ერთი უზუსტობა გაპარული – "ქართული ოცნება" მზად იყო, ხელი მოეწერა. თუმცა არ იყო ფორმატი, სადაც ერთს უნდა მოეწერა მარტო ხელი. ან ყველა აწერდა, ან არავინ. ეს სიმართლეც გახდება მალე ყველასთვის ცნობილი. ამასთან, დაფიქსირდა მეორე უზუსტობა – დენიესლონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. როდესაც უთითებენ, რომ დანიელსონის ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ხელი არ მოეწერაო და რიგგარეშე არჩევნებზე ვლაპარაკობთო, უკვე ჩანს ჩემთვის მიკერძოებულობა. როგორც ჩანს, ამ კუთხით ან შეცდომა გაეპარათ ან მიკერძოებული არიან",-განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებაში დახარების შეწყვეტაზეა საუბარი.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არ მოხდება", – დასძინა კუჭავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S