"ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ “ოცნებაზე” წნეხი გაიზრდება"
02/04/2021 09:43:02 პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროპარლამენტართა განცხადება ცხადყოფს, რომ “ქართულ ოცნებაზე” წნეხი გაიზრდება.
მისი თქმით, განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და აუცილებელია პრეზიდენტ მიშელის მიერ წაროდგენილი 6-პუნქტიანი ჩარჩოს ორ საკითხზე შეთანხმება, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებსა და მელიასა და რურუას გათავისუფლებაზე.
“ევროპარლამენტარების ეს განცხადება ადასტურებს, რომ წნეხი “ქართულ ოცნებაზე” მხოლოდ გაიზრდება როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით”, – აცხადებს კანდელაკი.


