რას მოჰყვა „ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 პირის დაკავება
02/04/2021 12:25:04 სამართალი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს, 12 პირი დააკავეს.
შსს–ს ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატი გია ვოლსკი მივიდა, იგი შეძახილებმა "მონა" გააღიზიანა და აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა. ვოლსკის ამ საქციელმა აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, ამის შემდეგ კი პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.

"ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მავთულხლართები აქვთ მიტანილი. დემონსსტრანტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.


