Accentnews.ge
საქართველო “ევროვიზია 2019”-ის ფინალში ვერ გადავიდა

საქართველო “ევროვიზია 2019”-ის ფინალში ვერ გადავიდა

14/05/2019 21:12:45 სხვა, საზოგადოება

ოთო ნემსაძე “ევროვიზია 2019”-ის ფინალში ვერ მოხვდა.

ოთო და ანსამბლი “შავნაბადა” 14 მაისს კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-11 ნომრად წარსდგნენ და ქართულ ენაზე სიმღერა “სულ წინ იარე” შეასრულეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სივრცეში სიმღერის ჩანაწერების გავრცელების პირველივე დღიდან ოთო “ევროვიზიის” წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვოკალისტად აღიარეს.  

რეპეტიციების პირველი კადრების გავრცელებისთანავე საუკეთესოთა ჩამონათვალში აღმოჩნდა საქართველოს წლევანდელი სასცენო წარმოდგენაც.

რაც შეეხება თავად სიმღერას, იგი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა: კომენტატორთა დიდ ნაწილს იგი “ამ კონკურსისთვის ერთობ შეუსაბამოდ” (“ლოკალურად ქართულად”) და/ან “მეტისმეტად აგრესიულად” მიაჩნდა. თუმცა მათმა უმრავლესობამ საქართველოსთვის უარყოფითი პროგნოზი შეცვალა, ან, სულ მცირე, შეარბილა, როცა ქართველების პირველი რეპეტიციების ვიდეო-კადრები იხილა: “არცთუ პოპულარულ სიმღერას არაჩვეულებრივი სასცენო გაფორმება “გადაარჩენსო”. 

სამწუხაროდ, ოთოს უბადლო შესრულებისა და ძალზე შთამბეჭდავი სასცენო წარმოდგენის მიუხედავად, გამართლდა პესიმისტური პროგნოზი: 13 მაისს ჟიურის და 14 მაისს ტელემაყურებლების მიერ შერჩევის შედეგად “ევროვიზია 2019”-ის ფინალურ ეტაპზე პირველი ნახევარფინალისტებიდან 10 მონაწილე გადავიდა, კერძოდ -საბერძნეთი, ბელორუსია, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო და სლოვენია.  

წუხელვე ოთომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მხარდამჭერებს ფინალში გადაუსვლელობის გამო მოუბოდიშა, მადლობა გადაუხადა, პირველი ნახევარფინალის შედეგების შესახებ კი განაცხადა, რომ "თუ ესაა მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაზეა":

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S