"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ"
02/04/2021 14:39:15 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია, აცხადებს, რომ "ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ".
"ვწუხვარ საქართველოს მომავალზე, სადაც პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. მკაფიო სიგნალი იყო ევროპარლამენტისგან ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, განსაკუთრებით კი "ქართული ოცნებისთვის", რომ დასრულდეს ჩიხი ან ევროკავშირისგან სულ უფრო ნაკლები მიიღონ, რაც მტკივნეულია. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ", – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.


