Accentnews.ge
რას ითხოვს ცხინვალი გახელაძის სანაცვლოდ – ოჯახის ვერსია

რას ითხოვს ცხინვალი გახელაძის სანაცვლოდ – ოჯახის ვერსია

05/04/2021 08:52:02 სამართალი

ოკუპანდების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის ცოლის ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, ცხინვალი გახელაძის გათავისუფლებისთვის ჩორჩანას საგუშაგოს დემონტაჟს და მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს.

ოჯახმა ჟურნალისტებს გახელაძის პოზიციაა გააცნო, რომ ის მზადაა, ტყვეობაი 12 წელი დაჰყოს და თავისუფლება რელიგიური სიწმინდეების და ტერიტორიბის სანაცვლოდ არ უღირს.

"თვითონ ამბობს, არ მიღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში გადაცვლაო". - ამბობს ირმა ბუთხუზი, რომელიც მეუღლეს ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის დახმარებით შეხვდა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

ქართულმა მხარემ ჩორჩანასთან საგუშაგო ბლოკ-პოსტის მშენებლობა 2019 წლის 30 აგვისტოს დაასრულა. იმავე დღეს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშალა - საოკუპაციო რეჟიმი სწორედ ამას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ "კანონის ფარგლებში მოქმედება" დააანონსეს.

რამდენიმე დღეში, 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა ოკუპირებული ახალგორი. მას შემდეგ ახალგორის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მხოლოდ საშვებით აქვთ, ისიც - არა ყველას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S