Accentnews.ge
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

05/04/2021 10:42:43 სამართალი

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა.

„დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდები მოთავსებული არიან ჩვენს კლინიკაში. ბიჭი სპონტანურ სუნთქვაზეა, გოგონა კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ორივეს ჩაუტარდა კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია. ერთს აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა, მეორეს – ქალა-ფუძის დაზიანება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძახებული გვყავს რეფერალი და მოხდება მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკაში“, – განაცხადა დავით მდინარაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავატომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს შეეჯახა.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, გარადაიცვალა.

კლინიკაში გადაიყვანეს მანქანაში მსხდომი ბავშვები.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S