Accentnews.ge
დისკუსია თურქეთში და გეოპოლიტიკური ცვლილებების შავი ზღვის გარშემო გათამაშების მოლოდინი საქართველოში

დისკუსია თურქეთში და გეოპოლიტიკური ცვლილებების შავი ზღვის გარშემო გათამაშების მოლოდინი საქართველოში

05/04/2021 12:57:22 ანალიზი

ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება, გათამაშდეს შავი ზღვის გარშემო, რომელიც თუ შედგა, ალბათ, გადამწყვეტიც კი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის,– ასე აფასებს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი თურქეთში დაწყებულ დისკუსიას „მონტროს კონვენციის“ ვალიდურობაზე.

რა არის "მონტროს კონვენცია"

1936 წელს ხელმოწერილი "მონტროს კონვენცია" არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გამოყენებას სხვა ქვეყნების სატვირთო გემების მიერ. დოკუმენტის თანახმად, თურქეთი ახორციელებს სრუტეებზე კონტროლს მის საზღვრებში. მშვიდობიანი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილია სრუტეებში სამოქალაქო გემების შესვლა. ამასთან, "მონტროს კონვენცია" შავი ზღვის აუზში საზღვაო სამხედრო გემების დაშვებას ზღუდავს. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით, უცხოეთის გემებს მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ შავი ზღვის აუზში ყოფნა.

რა ხდება თურქეთში

„ერდოღანის ხელისუფლება, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, აცხადებს, რომ შესაძლოა, გადახედოს „მონტროს კონვენციას“. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელ–ფეხი გაეხსნება შავ ზღვაზე“,– ამბობს ბატიაშვილი, თუმცა ამ წინადადებას მოწინააღმდეგეები ჰყავს თურქეთში.

"მონტროს კონვენციამ" თურქეთს საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომის დროს. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი განცხადება და ქმედება, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს, რომ "მონტროს კონვენცია" – მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თურქეთის გადარჩენის თვალსაზრისით, განხილვას დაექვემდებაროს”, - ნათქვამია 104 ყოფილი სამხედრო ოფიციალური პირის განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ თურქმა სამართალდამცველებმა 10 გადამდგარი ადმირალი დააკავეს. მათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებას ედავებიან.

ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ განცხადებაში, რომელსაც ხელს 104 პენსიაზე გასული სამხედრო მაღალჩინოსანი აწერს, "მთავრობის სამხედრო გზით დამხობის თაობაზე შეთქმულების ნიშნებია".

"გადამდგარი სამხედრო პირების ჯგუფი ამ განცხადებით საკუთარ თავს აყენებს სავალალო მდგომარეობაში", – აცხადებს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრეს–სპიკერი იბრაჰიმ კალინი.

როგორც ზურაბ ბატიაშვილი გვიამბობს, თურქეთში არსებობს „ევრაზიონისტებად“ წოდებული ჯგუფი, რომელიც თურქეთის ჩინეთთან და რუსეთთან დაახლოების, ხოლო დასავლეთისგან დისტანცირების მომხრენი არიან. როგორც ბატიაშვილი განმარტავს, სწორედ ამ ჯგუფის წევრები მოგვევლინენ ამ შემთხვევაში ერდოღანის ოპონენტებად. განცხადების ავტორების დაკავებას კი ბატიაშვილი ერთგვარ გზავნილად აღიქვამს:

„ანუ მკაფიო სიგნალს უგზავნის [ერდოღანი – რედ] ამერიკელებს, რომ მზადაა, ვაშინგტონთან დათბობის სანაცვლოდ ბოლომდე გაყვეს „მონტროს კონვენციიდან“ გასვლის გზას“.

კონვენციის გადახედვის პერსპექტივა

ბატიაშვილის ანალიზით, თავად ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად დაიწყო საუბარი "მონტროს კონვენციის" გადახედვაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საკითხის ირგვლივ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო სიჩუმე, მტკივნეული გახლდათ რა თემა თურქეთისთვის.

„ახლა კი ვხედავთ რეგიონში თურქეთის მზარდ ამბიციებს და დაიწყო საუბარი“,– ამბობს ბატიაშვილი.

რაც შეეხება გადახედვის პერსპექტივას, ბატიაშვილის აზრით, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული:

„საერთშორისო ასპარეზზე რა სიტუაცია იქნება – როგორი იქნება ერთის მხრივ, თურქეთ–დასავლეთის, მეორეს მხრივ – თურქეთ–რუსეთის ურთიერთობა; რა საპასუხო ზომები შეიძლება, გადადგას რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ იგივე სირიაში (შეიძლება, ითქვას, რომ თურქეთი ერთი–ერთზეა დარჩენილი რუსეთთან). ამდენად, ბევრი ფაქტორია, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი იქნება“.

ვის ინტერესში შედის კონვენციის გადახედვა

რადგან საკითხზე ერდოღანის ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი, თურქეთის ინტერესშია. და ეს ასევე შეიძლება, იყოს შეერთებული შტატებისა და საქართველოს ინტერესშიც,– ამბობს „აქცენტთან“ ბატიაშვილი და განმარტავს:

„კონვენციის გადახედვის შემთხვევაში თურქეთი თავისი შეხედულებებისამებრ შეძლებს გემების გატარებას ან არგატარებას; შეზღუდვები შავ ზღვას ფაქტობრივად ტბად აქცევს და გადახედვის შემთხვევაში, დასავლეთს შესაძლებლობა ექნება, უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი. საქართველოს შემთხვევაში კი თეორიული შანსი ჩნდება, იგივე, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები გაჩნდეს ფოთში, ბათუმში ან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაჩქარდეს. ანაკლიის პროექტის დაჩქარება კი ჩვენს ინტერესშია. ცხადია, რუსეთი უკიდურესად ღელავს ასეთ საკითხზე - მას არცერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S