ოქრიაშვილი გახარიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
05/04/2021 14:34:09 პოლიტიკა
პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას მაღალი პიროვნული რეიტინგი იმის მაჩვენებელია, რომ ხალი აგრესიით, კონტრაქციებით დაიღალა.
ამასთან, როგორც ოქრიაშვილი ამბობს, ის ისურვებდა, რომ გახარია ნამდვილ ოპოზიციაში იყოს და მსგავს შემთხვევაში მასთან ითანამშრომებს.
რაც შეეხება 20 ივნისის „გავრილოვის ღამეს“, როდესაც გახარია შს მინისტრი იყო, ოქრიაშვილი ამბობს, რომ ბევრ პოლიტიკოსს აქვს შეცდომა დაშვებული და არც იმაშია დარწმუნებული, რომ აქციის დაშლის შესახებ ბრძანება გახარიამ გასცა.
„თუ გახარია ის აღმოჩნდება იმ ნაწილში, სადაც მე ვარ (ეს არის ნამდვილი ოპოზიცია, ამ ოპოზიციაში ძალიან ბევრი პარტიაა), სიამოვნებით ვითანამშრომლებ. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ – მთელი პოლიტიკური გუნდი“,– განაცხადა ოქრიაშვილმა.


